კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57. – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ენდელაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშანა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33.
„ აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვაქვს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278-ით გაიზარდა და 3992-ს შეადგენს.
ამ დროისთვის კი საქართველოში კორონავირუსის 7564 დადასტურებული შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსით სულ 48 ადამიანი გარდაიცვალა.