ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჯიჰადისტი სირიელი სამხედროები ყარაბაღში თურქეთის გავლით მოხვდნენ”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, ჯიჰადისტი სირიელი ჯარისკაცები ყარაბაღის ტერიოტრიაზე იმყოფებიან და იბრძვიან.

პრეზიდენტმა თურქეთს მოუწოდა, ახსნას, რატომ არიან ჯიჰადისტი სირიელი სამხედროები აზერბაიჯანში.

“სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია, ჯიჰადისტებისგან შემდგარი სამხედრო დაჯგუფებები ნაგორნო–ყარაბაღში სირიის ქალაქ ალეპოდან თურქეთის გავლით, ქალაქ გაზიანტეპიდან მოხვდნენ,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონი კონფლიქტის გაღვივებაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

სომხეთი  ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა.

 

იტვირთბა....