ბათუმში, ავტოავარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ავტოავარის შედეგად დაშავებული ადამინიები, სასწროფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტრონომს დაუდასტურა.
კლინიკიის ადმინისტრაციის განცხადებით, დაშავებულ მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ცნობისთვის, ავტოავარია, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

