ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ყოფილი პროზექტურის ტერიტორიაზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ზომის ქილაში, ფორმალინში ჩადებული ჩვილის ცხედარი ბავშვებმა ნახეს და ქილა გატეხეს.

სამართალდამცავების ვერსიით,  ქილაში ჩადებული  ჩვილის ცხედარი იმ ადგილზე წლების  წინ, ლაბორატორიაში ინახებოდა  და  სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ წლების წინათ, პროზექტურაში ლაბორატორიაც მუშაობდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა.

“ქილაში ჩასმული ბავშვის ცხედარი  ჩემმა 10 და 12 წლის შვილებმა აღმოაჩინეს. როგორც მათ მითხრეს, ქილა გატეხეს და ცხედარს ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. ჩემი ბავშვები აქვე, ახლოს მდებარე სკოლაში სწავლობენ. სახლში რომ მოვიდნენ მითხრეს რაც ნახეს. თან, თქვეს, რომ ქილაში სითხეც ესხა. სურათები რომ ვნახე, მეგონა თოჯინა იყო, გადასამოწმებლად ადგილზე მივედი და მართლაც ბავშვის ცხედარი აღმოჩნდა. დავრეკე პოლიციაში და გავაგებინე ეს ამბავი” – განუცხადა ჟურნალისტებს ბავშვების მამამ, რობერტ მერკვილაძემ.

ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

იტვირთბა....