“უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაგვფიქსირდა 96 ახალი შემთხვევა. ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშრიებით სერიოზული მხარდაჭერაა.
აჭარაში დროებითი მყოფება პაატა იმნაძე და ეპიდემიოლოგების დიდი ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან აჭარას PCR ტესტირებაში 2 ლაბორატორიის ბაზაზე და ასევე, აქტიურად არიან ჩართული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში.