ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადადგომის შესახებ ცერცვაძე დღეს განცხადებას გააკეთებს

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. ცერცვაძე ჟურნალისტებს დღეს 19:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ პრესსამსახურში report.ge-ს განუცხადეს.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მან განცხადება უკვე დაწერა. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს, როგორც ინფექციურ საავდმყოფოში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში.

იტვირთბა....