ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“1 ნოემბერს რუსთაველზე რომ დაიწყება შედეგების შეჯამება მერე იქნებ მიხვდეთ…” – ოქრუაშვილი “ოცნებას” მიმართავს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც, “რუსთავი 2-ის” მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება და “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

“სრულიად სუსის სააგენტოები დაატარებენ, თან ასპონსორებენ, გუშინ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ “ვანჩხარტი და კომპანიის” ჩატარებულ კვლევებს და რეიტინგებს.

გაიხსენეთ (ქოცებო) 19 ივნისს თქვენივე უგნურებით რაც ქენით და რის გამოც 20 ივნისი ისე დადგა როგორც დადგა.

ეგრე თუ განაგრძობთ, 1 ნოემბერს რუსთაველზე რომ დაიწყება შედეგების შეჯამება მერე იქნებ მიხვდეთ, რომ ერთიდაიგივე შეცდომას ორჯერ მხოლოდ იდიოტები უშვებენ.

პ.ს. ვანო ჩხარტიშვილის კალკულატორით მხოლოდ ფულის დათვლა შეიძლება და არა საარჩევნო რეიტინგების.

იტვირთბა....