აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილ 41-ე პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
მათი ცნობით, ინფიცირებული 82 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„გარდაცვლილია 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29 სექტემბრიდან. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”,- აცხადებენ უწყებაში.

