ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას” უარი უთხრა და ვერა ქობალია მიხეილ სააკაშვილის გუნდის პროპორციულ სიაში არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქობალიასთან მოლაპარაკებებს პირადად ექს-პრეზიდენტი აწარმოებდა, თუმცა გუშინ საბოლოოდ ქობალიამ საქართველოში დაბრუნებაზე უარი თქვა.
პარტიებს ცესკოში პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.