მთავარი ციტატა

“აჭარაში შემთხვევების მატება არის მცირედი, წინა დღეებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის” – თამარ გაბუნია

“შეზღუდვები გასულ კვირას დავიწყეთ, ჯერ ცოტა დროა გასული. აჭარაში შემთხვევების მატება არის მცირედი, წინა დღეებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის. ზოგადად, ამ ინფექციას ახასიათებს გეომეტრიული სიმეტრიით ზრდა. გუშინდელთან შედარებით, 20 შემთხვევა დაემატა. ეტაპობრივად, მცირე ზრდა აღინიშნება, რაც არის კონტაქტების ხარჯზე – არ არის პროგრესული გავრცელების სურათი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის შესაძლებლობა გვაქვს და ამდენად, ეს ორი კვირა გვინდა, რომ ეფექტი დავინახოთ.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....