ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომებით ემუქრება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, 1 ოქტომბერს, დილით, აზერბაიჯანის ტერიტორიას სომხეთის გორუსის რაიონიდან რაკეტები ესროლეს.

უწყება სომხეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომებით ემუქრება.

“რაკეტები, რომლებიც სომხეთიდან არის ნასროლი, ჯაბრაილ-ფიზულის რაიონში ფრონტის ხაზზე მოხვდა. ვითხოვთ, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის მისამართით სროლა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება ადეკვატური საპასუხო ზომები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....