„ბიძინა ივანიშვილის გუნდი 8 წელია ხელისუფლებაშია და გინდათ მითხრათ, რომ არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! მართლა დებილები გგონივართ? ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ხალხი ვერ აზროვნებს და ვერ ხვდება, რომ ეს უსინდისოდ დადგმული სცენარია?! თუ დასაჭერი იყო ამდენი ხანი სად იყავით, თუ მიწები აჩუქა გინდ აზერბაიჯანს, გინდ სომხეთს და რუსეთს, რა პიჯაკებზე აღძარით საქმე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს“ ლიდერი.
ამის შესახებ მან დ „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში “360 გრადუსი” განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.