მთავარი ციტატა

“ბაჩალიაშვილის საქმეში FBI პროკურატურის პირდაპირი მითითების გამო არ ჩაერთო” – რამიშვილი

“პროკურატურას ამერიკაში გაგზავნილ საქმის მასალებში პირდაპირ უწერია, რომ უკვე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, თითქოს ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა ან სხვა პირების გამო თვითმკვლელობამდე მივიდა. მე ვხვდები, რას ემსახურებოდა ეს გზავნილი – პროკურატურამ FBI-ს პირდაპირ მოუწოდა, რომ საქმეში დამატებითი ორგანოების ჩართვა საჭირო არ იყო.”

მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ დღეს 30 სექტემბერს ადვოკატები უწყებაში საქმის ახალ მასალებსაც გაეცვნენ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....