aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, პანდემიის აღმავლობის ფაზაში რეალურად ახლა შევედით” – ბუწაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად კი საქართველო ახლა შევიდა პანდემიის აღმავლობის ფაზაში – ამის შესახებ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენთან პიკი არ ყოფილა. ახლა შევედით იმ ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს. როდესაც საუბარია მეორე ტალღაზე, რეალურად პირველი ტალღა არც ყოფილა. პირველი პიკი ძალიან მდორედ, ერთეული შემთხვევებით მიმდინარეობდა. პანდემიის აღმავლობის ფაზაში რეალურად ახლა შევედით. სხვა ქვეყნებში ვნახეთ, რომ ასეთი პიკური მიმდინარეობით სწრაფი აღმავლობისას მოსალოდნელია სტაბილიზაცია, უბრალოდ ეს აღმავლობა ჩვენთან ცუდ დროს დაემთხვა. სეზონია ისეთი, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

იტვირთბა....