“გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი PCR ტესტირების გარეშე. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.