ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“სააკაშვილს 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში” – კობახიძე დავით გარეჯზე

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძების დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.

„რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რადგან თემა არის მგრძნობიარე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში.

არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება მართლა რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, პოლიტიზება ამ საკითხის არ არ არის სწორი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები” – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს, დავით გარეჟის ტერიტორიების გასხვიხება მას დააბრალონ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

იტვირთბა....