“ბოლნისშიც და მარნეულშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორების მხრიდან ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას. ყველამ იცის მათი სახელები და გვარები. მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ეს უმძიმესი პროვოკაციაა, სადღაც ვახერხებთ, რომ დედის გინების მიუხედავად პროვოკაციას არ ვყვებით, სადღაც ეს ვერ ხერხდება. დედას რომ შეგაგინებენ, აქაც კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.”
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანი
აღნიშნულით ირაკლი კობახიძე მარნეულში და ზოგადად, ბოლო დღეებში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის ფიზიკურ დაპირირებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, მარნეულში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტებზე მას შემდეგ იძალადეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, მარნეულში დაპირისპირება მოხდა. ხოლო, ორი დღის წინ, გლდანში “ნაცმოძრაობის” წევრს ნიკა მელიას ადგილობრივებმა ქვების ესროლეს.