ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა. სოფელ ცაიშში კორონავირუსი სკოლის ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
ცნობისთვის, ქვეყანაში კოორნავირუსით ამ დრომდე 37 პაციენტია გარდაცვლილი. კოვიდ-19-ის ინფექციისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა ამ დროისთვის 3120 ს შეადგენს.
ამასთან, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს.