სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა “მეტრონომი” დაკითხვის შემდეგ პირადად ნუგზარ წიკლაურს დაუკავშირდა:
“დასრულდა დაკითხვა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თვით ის გამომძიებლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა აბსურდის თეატრში უწევთ მონაწილეობის მიღება და რამდენად არასერიოზულია ყველაფერი, რაშიც ივანიშვილმა ჩააბა ისინი. ისეთი განცდა მაქვს, რომ იმ დროს, როცა უამრავი საქმეა ქვეყანაში, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია სრულიად უსაგნო ძიებით, რაღაც ე.წ. “სახელმწიფოს შეთქმულებით”
შეგახსენებთ,”ნაციონალური მოძრაობის” წევრები გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. უკრაინულ ვებგვერდზე uarevo.in.ua გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და” ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის საუბრის სამი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩანაწერებში საუბარია პერმანენტული აქციების დაწყებაზე მას შემდეგ, რაც მოსამართლე “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.