ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარია გორის ავტობანზე – დაღუპულია ორი ადამიანი

გორის ავტობანზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯიპს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

იტვირთბა....