ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

პაციენტს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.

იტვირთბა....