“ბატონი იაროსლავ სუმბაევი ექსტრადირება განხორციელდა ლარსის გამშვებ პუნქტზე ის მალე გადაეცემა რუსულ მხარეს. იუსტიციის ბრძანების საფუძველზე რომელიც მე გამოვეცი 30 სექტემბერს მანამდე მაისის თვეში საქართველოს სასამრთლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. სამწუხაროა სუმბაევის ადვოკატები მედიასაც ატყუებდნენ, რადგან მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი რომ სტრასბურგი უარს ამბობს ექსტადირების შეჩერებაზე.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული ციტატა მოყვანილია მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებიდან.
ცნობისთვის, დღეს რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა წერილი გამოაგზავნა, სადაც რუსეთის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს.