ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

წულუკიანის დაპირება: მინისტრის ბრძანებით რუსეთს გადაცემული ჰაკერი ამბობს, რომ რუსეთის ციხეში აწამებენ

რუსმა ჰაკერმა, იაროსლავ სუმბაევმა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით რუსეთს გადასცეს, “TV პირველს” 16 გვერდიანი წერილი გამოუგზავნა, სადაც ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდის, რომ მას შემოწმების მიზნით დღეში რამოდენიმეჯერ აშიშვლებენ.

როგორც ჰაკერი აღნიშნავს, მას ემუქრებიან ოჯახის წევრებით, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან. მისი თქმით, რუსეთის სამართალდამცველები, გამომძიებელ შიშკინას მკვლელობის საქმის აღიარებას აიძულებენ.

სუმბაევის წერილს გამოეხმაურა საქართველოში მისი უფლებადამცველი, ივანე ნორაკიძე, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ სუმბაევის ამ მძიმე ფაქტების წინაშე დაყენებაში ბრალი ისუტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიუძღვის, რადგან მან ვერ აღიქვა საფრთხეები და არაფორმალურ პირობას ენდო.

“TV პირველმა” გაიხსენა მინისტრ თეა წულუკიანის დაპირება, სადაც წულუკიანი გარანტიას იძლეოდა, რომ რუსეთის ციხეში სუმბაევის უფლებები არ დაირღვეოდა.

შეგახსენებთ, რომ  რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადაცია განხორციელდა და კრემლის მიერ დევნილი იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსის გამშვებ პუნქტზე გადასცეს.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებული ბრძანება 2019 წლის 30 სექტემბერს პირადად გასცა.

იტვირთბა....