ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა” – აზერბაიჯანული მედია

საქართველომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიფრინავდა, საჰაერო სივრცე ჩაუკეტა – ინფორმაციას ამის შესახებ, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ თვითმფრინავს საბრძოლო იარაღი სომხეთში გადაჰქონდა.

“როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს An-124-100 სატრანსპორტო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მას საქართველოს თავზე ფრენის საშუალება არ მისცეს და უთხრეს „არა”.

შედეგად, თვითმფრინავმა შეიცვალა მიმართულება და დაბრუნდა სამხედრო აეროდრომზე, საიდანაც აფრინდა.” – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

იტვირთბა....