ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 23 მართვით სუნთქვაზეა” – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 3 542 აქტიური შემთხვევაა. მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი 23 პაციენტიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან 225 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, 35 – თბილისში, 22- იმერეთში, 18 სამეგრელო-ზემოსვანეთში, 9 შიდა-ქართლში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, 1 – გურიაში, 1 – ქვემო ქართლში.

დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 – გარდაიცვალა.

იტვირთბა....