ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა.

„სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვის საფუძველზე შეძლებენ“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 სექტემბერს  ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

იტვირთბა....