ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დილიდან ადგილზე იმყოფებიან

დილიდან ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული  მოვაჭრეები არიან შეკრებილი.

მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ საკუთარ ფართებში შესვლის შესაძლებლობა ჯერ არ აქვთ და ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ იციან.

ამასთან, როგორც მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, საქონელი სრულად ჰქონდა დაზღვეული.

ეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხოლო,  ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზე გავრცელებულდა ცეცხლი და რას შეადგენს მოვაჭრეების ზარალი. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

 

იტვირთბა....