ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოვიდ-ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პერიოდი შემცირდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მინიმალური ხანგრძლივობა ინფიცირებულების გამოჯანმრთელებამდე 13 დღემდე შემცირდა. მისივე განმარტებით, სიმპტომურ პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, გამოჯანმრთელების ვადა უმცირდებათ. ეს მოიცავს მინიმუმ 13 დღეს. 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, თუ სიმპტომიანი პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში უსიმპტომო იყო, ისინი მე-14, მე-15 დღეს უკვე სხვისთვის რისკს არ წარმოადგენენ. ამასთან, უსიმპტომო პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა 12 დღე, ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას.

იტვირთბა....