aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირადად ჩვენ ერთადერთი მოწინააღმდეგე გვყავს-ივანიშვილი, რომლის დამარცხებასაც გვთხოვს ქართველი ხალხი” – სამადაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ითხოვს.

“მეტრონომი” სამადაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დავდივარ, დავდივარ, სოფლად თუ ქალაქად, კმაყოფილი ადამიანი, ჯერ არ შემხვედრია. ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც დაფინანსების მოლოდინში ვერ მკურნალობს; ვენახის მეპატრონე, რომელიც მოსავალს ჩალის ფასად ყიდის და ვალები ახრჩობს, მცირე ბიზნესის მფლობელი, რომელიც ფიქრობს კრიმინალებისგან როგორ დაიცვას თავი, ბედის ანაბარად მიტოვებული დევნილები, უხარისხო განათლებით შეწუხებული მშობლები…გრძელი სიაა, აღარ გავაგრძელებ ხალხის სადარდებელს. ქვას ისვრიან თუ ლოდს შეუშვერენ თავს, ოცნების საქმე წასულია. ამიტომ ძალიან სწორია ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ოცნების გარდა, არავისთან აღარ ვაგრძელებთ დებატებს. პირადად ჩვენ ერთადერთი მოწინააღმდეგე გვყავს-ივანიშვილი, რომლის დამარცხებასაც გვთხოვს ქართველი ხალხი. სხვამ კი, თავის საქმის თავად იცის”, – წერს სამადაშვილი.

იტვირთბა....