კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია – ინფორმაციას ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძე.