aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეიდან აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.

ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ჰიქმეთ გაჯიევის თქმით,  28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16-მდე რაიონის ტერიტორიაზე.

კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

იტვირთბა....