“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა “მეტრონომთან” დაადასტურა ინფორმაცია, რომ იგი და გივი თარგამაძე დაბარებული არიან დაკითხვაზე უსაფრთხოების სამსახურში.
“კი დაკითხვაზე სუს-ში დღეს 12 საათზე ვარ დაბარებული, უწყება გუშინ მომივიდა,რაც არის სრული აფსურდი და აფსურდული ხელისუფლების მხრიდან. ასევე დაკითხვაზეა დაბარებული დღეს 3 საათზე გივი თარგამაძე” – განაცხადა წიკლაურმა.
გივი თარგამაძესა და ნუგზარ წიკლაურს,სავარაუდოდ უკრაინულ ვებგვერდზე uarevo.in.ua გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და” ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნუგზარ წიკლაურის საუბრის სამი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა,.სადაც საუბარია პერმანენტული აქციების დაწყებაზე იმის შემდეგ, რაც მოსამართლე “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.