ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გიორგი გახარია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინაში, კერძოდ, ხარკოვში, სამხედრო თვითფრინავის ჩამოვარდნას ტვიტერის საშუალებით ეხმაურება.

პრემიერმა აღნიშნული ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის შესახებ. ასევე, გახარიამ დაშავებულ კადეტს გამოჯანმრთელება უსურვა.

“ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფინრავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – აღნიშნავს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ,  გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა “Antonov” -26 – მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 – შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....