“უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს”, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გააკეთა.
„გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“ – წერს ზელენსკი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა “Antonov” -26 – მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 – შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.