ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირებია ჩართული დანაშაულში” – რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროგრამისტის საქმეში, დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა მიმდინარეობს.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები დანაშაულში.

” დავით ფურცხვანაძის დაკავება პირდაპირ მიუთითებს, რომ არ უნდათ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებითი მასალები, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, სადაც აღმოაჩინეს 18-დან 22 ივლისამდე.

მფარველობა მიდის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ბატონი დავითის დაკავების შემდეგ, მეც დამაკავებენ. როგორ შეიძლება წყარო დააკავო, რა შუაშია?! ეს მე გადმომიგზავნა მასალები და მე გავასაჯაროვე, მტკიცებულებად რომ შეაფასეს. თუ გაყალბებაზეა საუბარი, რა გაყალბდა?! რაში მედავებიან?! ჩემამდე არ დადის, მე ეს

სატელიტის ფოტოები არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მოვიტანე.

გამოდის, რომ მალე მეც დამაკავებენ და საქმესაც ჩამომაშორებენ. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ არათუ პროკურატურა, პროკურატურაზე ზემდგომი პირები არიან ჩართულები ამ დანაშაულში, რომლებიც ნათლად, პირდაპირ მიუთითებენ მფარველობაზე. პირდაპირ არის მითითება, რომ მკვლელობაა ჩადენილი ბაჩალიაშვილის მიმართ, თორემ ამხელა მფარველობა, ამხელა ჩართულობა ამ პატარა საქმის მიმართ, რაც დაკავშირებულია დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან და ახლა ჩემი მისამართით გადასვლა… წყაროს დაკავება რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში მომხდარა? ამგვარი რამ წარმოუდგენელია”, -განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმმის გამოძიების ფარგლებში, დავით ფურცხვანიძე დააპატირეს. დაკავების მიზეზი ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების გადაცემა გახდა, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....