თამარ ბაჩალიაშვილის საქმმის გამოძიების ფარგლებში, დავით ფურცხვანიძე დააპატირეს.
დაკავების მიზეზი ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ე.წ. სატელიტის ფოტოების გადაცემა გახდა, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი აღმოჩნდა.
პროკურატურაში ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ მტკიცებულების ფალსიფიკაცისა და გამოძიებისთვის ხელშეშლის გამო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდებოდა.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე მიმდინარეობს.
მიხეილ რამიშვილმა ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილის ინფორმაციით, ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში არ იმყოფებოდა.
ამასთან, 18 სექტემბერს, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.