aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ირანი და რუსეთი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის ერთად წარმოების საკითხს განიხილავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირანი და რუსეთი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის ერთად წარმოების საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო, რუსეთში ირანის ელჩის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის შქმნას ირანი და რუსეთის “სუვერენული სიმდიდრის ფონდი” განიხილავენ.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს ვესაუბრე. ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე რაუნდიანი კონსულტაციები გამართეს და განვაცხადეთ, რომ ვითანამშრომლებთ,“- აღნიშნა რუსეთში ირანის ელჩმა კაზემ ჯალალიმ

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთმა შეთანხმება უკვე გააფორმა ინდოეთთან. შეთანხმება რუსული ვაქცინა Sputnik-V-ის 300 მილიონი დოზის წარმოებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....