ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მერწმუნეთ, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ არსებობს ერთი საქმეც კი, რომელზეც სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ამასთამ, გომელაურის ტქმით, ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება

“მე ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყველა საქმეზე ხდება რეაგირება და სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, აქედან გამომდინარე ხდება დამნაშავეთა დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში თუ რაც დასჭირდება არჩევნებს ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეებს არ იძიებს.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველ,ა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე.

იტვირთბა....