ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ 27-ე პაციენტზე განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტი კლინიკაში 20 ივლისს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% დაზიანება აღენიშნებოდა.

მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

„პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება.

პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე”,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....