[Elite_video_player id=”1″]
1997 წელს დაბადებული მოქალაქე ეჭმიტანილია, რომ ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, ურთიერთშელაპარაკებისას 41 წლის ქალი მოკლა.
შსს განცხადებით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნუკრი კ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1974 წელს დაბადებული მაია ჯ. მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ტყიბულშივე დააკავებს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108 -ე მუხლით).