ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

,,პაციენტი კლინიკაში 17 სექტემბერს, 16:30 საათზე შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90%-ის დაზიანება.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....