aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: აჭარაში “დარჩი სახლშის” პრინციპი უნდა ამოქმედდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარაში “დარჩი სახლშის” პრინციპი უნდა ამოქმედდეს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში რთული ეპიდვითარებაა და საჭიროა გარკვეული ზომების გამკაცრება.

გამყრელიძე განსაკუთრებით ხანდაზმულების მოუწოდებს აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და დაიცვან დისტანცია.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ პირბადეები.

ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება. ასევე, რეგიონში სრულად იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

იტვირთბა....