კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, აჭარაში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.
ამასთან, მეზვრიშვილის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
„ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა აჭარაში ფიქსირდება. რეგიონი უკვე “წითელ ზონად” გამოცხადდა.