aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა და 1705-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 25 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან ორი გუშინ გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....