ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“15 წლის წინანდელ სისულელეებზე კომენტარს ნუ მთხოვთ“ – ოქრუაშვილმა პირდაპირი ეთერი დატოვა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დასმულ შეკითხვებს გაექცა. წამყვანმა კითხვები ტელეკომპანია „იბერია“-ში ჩატარებული სპეცოპერაციასა და ეკლესიის დარბევის შესახებ დაუსვეს,რაზე ოქრუაშვილმა ასე უპასუხა:

“ახლა 2020 წელია, არჩევნების წინა პერიოდი. 15 წლის წინანდელ სისულელეებზე კომენტარს ნუ მთხოვთ“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პოლიტიკოსმა პირდაპირი ეთერი მას შემდეგ დატოვა, რაც წამყვანმა სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

იტვირთბა....