“ჩემთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ სატელიტიდან და ფოტოზე იქნება თამარის მანქანა. მაშინ ხელებს ავწევ, საჯაროდ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ვიგლოვებ შვილს.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ცნობისთვის, თეონა თამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა.
შეგახსენებთ რომ, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.
გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰქონდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.