მთავარი ციტატა

“ადვოკატს მიაწოდეს სატელიტის ფოტოები,წყარო დასახელებულია, რა ამოძრავებდა დავით ფურცხვანიძეს გამოიძიეთ” – კილაძე

“მეორე დღეა პროკურატურის ბოჟიალს ვუყურებ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით !
გასაგებია,რომ “ვილა ალგეთმა”საბოლოოდ აგრიათ,მაგრამ ჩამოყალიბდით მაინც რა გინდათ :
ადვოკატს მიაწოდეს სატელიტის ფოტოები,წყარო დასახელებულია,რა ამოძრავებდა დავით ფურცხვანიძეს გამოიძიეთ ! ადვოკატმა ეთერში თქვა რომ ავთენტურობის გადამოწმებას ვერ ახერხებს,ფოტოები წყაროსთან ერთად გადასცა პროკურატურას ! ადვოკატთა ასოციაციას ძინავს ?! დათო ასათიანი შეაფხიზლეთ ვინმემ,მთავრობის მესენჯერობის გარდა,შეახსენეთ საკუთარი მოვალეობა !!!!!”

ელისო კილაძე – “ქრონიკა +” -ის რედაქტორი

სოციალური ქსელი

ცნობისათვის, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰქონდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....