ახალი ამბები მთავარი ციტატა

“აინტერესებდათ მე ხომ არ შევუკვეთე სატელიტის ფოტოები” – რამიშვილი

“მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე და ხომ არ ვიცოდი, რომ სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი და ა.შ.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისათვის, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქვს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. 

იტვირთბა....