ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილ 25-ე პაციენტზე განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც გუშინ გვიან ღამით ცხელების ცენტრში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს.  ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთული იყო, ვინაიდან თანმდევი დაავადებბეი აღენიშნებოდა.

“პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერსაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადრაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტები 67 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი არიან. ქვეყანაში ვირუსით 24 პაციენტია გარდაცვლილი.

საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.

იტვირთბა....