მთავარი ციტატა

“ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე გადაფარონ”- მიხეილ რამიშვილი

“ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე გადაფარონ და მეორეხარისხოვანი გახადონ, ყველანაირი მცდელობაა, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. რადგან ნათლად ჩანს, რომ ეს არაა თვითმკვლელობა, ესაა მკვლელობა. მე მათთვის არანაირი მტკიცებულებები არ გადამიცია. ცდილობენ დამაბრალონ ისეთი რამე, რაც ბუნებაში არ არსებობს.”

მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილი

ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე განაცადა.

ცნობისთვის, დღეს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასამართლოში დაიკითხება. გამოძიებას კითხვები რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქვს.

ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....